მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკავშირს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია სურს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საუბარი შეეხება ევროკავშირის ყოველმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას პროგრამის მონაწილე ექვს პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოსთან, კერძოდ, სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციას, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა.

პრაღა, 17 მაისი – Sputnik. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვარაუდობენ, რომ იმ პოსტ–საბჭოთა ქვეყნების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“, სავიზო რეჟიმი გამარტივდება, – განაცხადა პარასკევს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩიკმა ბრატისლავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.  

„მომავალ კვირას დაგეგმილ რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე საუბარი შეეხება ევროკავშირის ყოველმხრივი თანამშრომლობის გაფართოებას პროგრამის მონაწილე ექვს პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოსთან, კერძოდ, სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით“, – განაცხადა ლაიჩაკმა. 

მან მონაწილეობა მიიღო ვიშეგრადის ოთხეულის ქვეყნებისა (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოების: აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაში. 

ლაიჩაკის თქმით, შეხვედრამ დაადასტურა, რომ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დონე გაზრდილია. საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრატისლავაში ასევე ხაზი გაუსვეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. 

ბრატისლავის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს  ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა და ლატვის, შვედეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. 

პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ჩამოთვლილთაგან უკანასკნელმა სამმა სახელმწიფომ გასულ წელს ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრი–ქვეყნების უმრავლესობის მიერ.     

სამიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ გაიმართება რიგაში 21–22 მაისს. წინა სამიტები ჩატარდა: 2009 წელს – პრაღაში, 2011 წელს – ვარშავაში და 2013 წელს – ვილნიუსში. 


ყველა ახალი ამბავი
0