EBRD საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს

© photo: Sputnikსაქართველო
საქართველო - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD საქართველოში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტისათვის კრედიტის სახით 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარია.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგურის „ქართლის“ მშენებლობას დააფინანსებს, იუწყება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

შესაბამის დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა და EBRD-ს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, თბილისში EBRD-ს დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის  და ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში.

EBRD პროექტისათვის კრედიტის სახით 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარია. 

 ქარის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მეგავატი იქნება, ხოლო ელექტროენერგიის სავარაუდო წლიური გამომუშავება 87 მილიონი კვტ/სთ. ელექტროსადგური გორში აშენდება და მისი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება და აღჭურვილობის შეძენა EBRD-ს მიერ, მისივე  წესებით, ორ ლოტად მოხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0