აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი მკვლელობა პოლიციამ შემთხვევიდან ერთ საათში გახსნა

© фото - public domainდაკავება, ბორკილები
დაკავება, ბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიტყვიერი შელაპარაკება ტრაგიკული შედეგით დასრულდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რეზიკო გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოღებულია.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მუცლის არეში დანით დაჭრა 1990 წელს დაბადებული ხვიჩა გ, ხოლო მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ხვიჩა გ-ს დედას — დარეჯან გ-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ხვიჩა გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – იტყობინება შსს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0