თავდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

© NEWSGEORGIA, Александр Имедашвилиთინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამი ახალი მოადგილე წარადგინა. ვაკანტურია კიდევ ორი მოადგილის პოსტი.

თბილისის, 15 მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარასკევს 15 მაისს ახალი მოადგილეები – დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე წარადგინა.  

საქართველოს ფინანსთა ექს – მინისტრი დავით ებრალიძე ამიერიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე ხდებიან არასამთავრობო  ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი ანა დოლიძე და  იურისტი ბესიკ ლოლაძე, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობასაც შეითავსებს.   

ვაკანტური რჩება თავდაცვის მინისტრის ორი მოადგილის პოსტი. 

რაც შეეხება თინათინ ხიდაშელს, ის პირველი ქალია, ვინც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი დაიკავა. მან მინდია ჯანელიძე შეცვალა. ეს ერთადერთი ცვლა არ იყო საქართველოს მთავრობაში. 1 მაისს  თავდაცვის მინისტრთან ერთად შეიცვალნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების პირველი პირები. 

9 მაისისი ღამეს საქართველოს პარლამენტმა განახლებულ მთავრობას მხარი დაუჭირა. ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ივლისში დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა 1/3–ით შეიცვალა (19–დან 7 მინისტრი). 

 


ყველა ახალი ამბავი
0