საქართველოში პროკურორთა საბჭო შეიქმნება

© public domainპროკურატურა, სასამართლო
პროკურატურა, სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროკურორთა საბჭოში, რომელსაც იუსტიციის მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს, რვა კაცი შევა. მათ შორის პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული ოთხი პროკურორი და პარლამენტის მიერ არჩეული ორი დეპუტატი

თბილისი,15 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პარასკევს, 15 მაისს, განიხილა და მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, ახალი სტრუქტურა —პროკურორთა საბჭო იქმნება —ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

პროკურორთა საბჭოს შექმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს რეფორმირების ფარგლებში მოხდება. ახალი უწყების ერთ-ერთი ფუნქცია ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატურის არჩევა იქნება.

„ამ რეფორმის შემდეგ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურას შესთავაზებს არა პრემიერს, როგორც ეს ადრე ხდებოდა, არამედ პროკურორთა საბჭოს, რომელიც დაამტკიცებს ან უარყოფს კანდიდატურას ხმათა 2/3 —ით. იმ შემთხვევაში თუ დაამტკიცებენ კანდიდატურას, საკითხს განიხილავს კოლეგიალური ორგანო (სამინისტროს სათათბირო ორგანო) და მთავრობა. შემდეგ კი მას აირჩევს პარლამენტი“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

პროკურორთა საბჭოში, რომელსაც მინისტრი უხელმძღვანელებს, 8 კაცი შევა. მათ შორის  პროკურორთა კონფერენციის (მალე შეიქმნება) მიერ არჩეული ოთხი პროკურორი და პარლამენტის მიერ არჩეული ორი დეპუტატი. პარლამენტი ასევე აირჩევს ორ კანდიდატურას, რომელსაც საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო უწყებები წარადგენენ.

კანონპროექტის თანახმად,მთავარი პროკურორი ყოველ ნახევარ წელიწადში უნდა წარსდგეს პროკურორთა საბჭოს წინაშე.   თუ მთავარი პროკურორი ეჭვმიტანილი იქნებადანაშაულის ჩადენაზე,  საბჭო დანიშნავს საგანგებო პროკურორს, რომელიც საქმეს გამოიძიებს.

პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მთავარი პროკურორი ექვსი წლის ვადით აირჩევა. ამასთან, ერთი და იგივე პიროვნებას აღნიშნული თანამდებობის ზედიზედ ორი ვადით დაკავების უფლება არ ექნება. 

ყველა ახალი ამბავი
0