თბილისის, 15 მაისი – Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას. პროექტის ღირებულება, რომელსაც იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს, 71.1 მლნ ლარსა (დაახლოებით 31 მლნ დოლარი) და 22.1 მლნ ევროს შეადგენს, – იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ზესტაფონი–ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბეტონის საფარიანი ოთხზოლიანი ჩქაროსნული გზის – სიგრძით 15.2 კმ – 9 საავტომობილო და 5 ქვეითთა ხიდის, 1 სატრანსპორტო კვანძის, 44 მიწისქვეშა გადასასვლელისა და წყლის რკინა – ბეტონის მილის მშენებლობა.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მიწის სამუშაოები. ასევე შენდება მილსადენი, კოლონები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 280 ადამიანი.