ბეთლემის უბნის ფესტივალი თბილისში

© photo: Sputnikძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალი შეურთდება მსოფლიო სამოქალაქო აქტივობის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია საჯარო სივრცის დანიშნულების მიმართ ყურადღების გამახვილება, აზრის გამოთქმის თავისუფლება, შეხვედრები და მოქალაქეთა უფლებების დაცვა.

თბილისი,15 მაისი — Sputnik. ბეთლემის უბნის ფესტივალი, რომელიც 16 მაისს ჩატარდება თბილისში, სტუმრებს პარკურ — წარმოდგენას, გამოფენას, ”პარტიზანი მებაღეების” აქციას, ჯიბის ფილმის პრეზენტაციასა და კონცერტს ჰპირდება, იუწყება ღონისძიების ფეისბუქის გვერდი https://www.facebook.com/events/1596387447313292/ 

მიმდინარე წელს  ფესტივალი შეურთდება მსოფლიო სამოქალაქო აქტივობის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანია საჯარო სივრცის დანიშნულების მიმართ ყურადღების გამახვილება, აზრის გამოხატვის, შეკრებებისა და  მოქალაქეთა უფლებების მნიშვნელობისთვის ხაზის გასმა.  კამპანიის ფარგლებში ჩატარდება საჯარო სემინარი პოლიეთილენის პარკების გამოყენების შემცირებისა და მათი არტ-ხელოვნების ნიმუშებად გადაკეთების თაობაზე. 

ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია, როგორც თბილისური მოძრაობის  ”პარტიზანი მებაღეების” აქცია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასამწვანებლად, ისე ჯამბაზების გასართობი წარმოდგენა. თავის მხრივ, ბოტანიკური ბაღი მოაწყობს მასტერ-კლასს ყვავილების მოვლის ხელოვნების შესახებ. 

ასევე გაიმართება ჯიბის ფილმების მასტერ-კლასების შედეგების მიხედვით  გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, რომელიც ხელოვნებათა ორგანიზაცია Geoair Archidrome-მ ბეთლემის უბნის ბავშვებისა და მოზარდებისათვის მოაწყო 2015 წლის აპრილში. ბავშვები მობილური ტელეფონებით იღებდნენ უბნის ყოველდღიური ცხოვრების დეტალებსა და მოვლენებს. ასე გარდაიქმნა თბილისის ისტორიული უბნის მინი-დრამები, კომედიები და პანორამები ჯიბის ფილმად.     

გარდა ამისა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს გამოფენას ”საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები”. ფესტივალის სტუმრებს ასევე ელოდებათ პარკურ-წარმოდგენა, დასასრულს კი გაიმართება  კონცერტი. 

ბეთლემის უბნის ფესტივალი თემური ერთიანობისა და თვითმყოფადობის  სახასიათო ზეიმად მიიჩნევა. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს მოსახლეობა, იმართება მხატვართა და თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენები და აგრეთვე ხელნაკეთი ფარდაგებისა და სხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 

ღონისძიება თბილისში 2010 წლიდან ტარდება რევიტალიზაციის პროგრამის ფარგლებში. მისი ორგანიზატორები არიან: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუნესკო და ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა დაცვის საერთაშორისო საბჭოს საქართველოს კომიტეტი (ICOMOS).

 

.  


ყველა ახალი ამბავი
0