შავი ზღვის რეგიონში ეფექტურ მართვაში საერთაშორისო კონფერენციამ სტარტი ერევანში აიღო

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკშიერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო წლებში ავსტრიამ შავი ზღვის რეგიონისათვის, კერძოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის დიდი დროის დათმობა დაიწყო. კონფერენცია მხარეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს დადგენისკენ არის მიმართული.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საერთაშორისო კონფერენციამ „ეფექტური მართვა და მონაწილეობა: შავი ზღვის რეგიონი“ ერევანში  პარასკევს 15 მაისს აიღო სტარტი, იუწყება სააგენტო „ნოვოსტი–არმენია“.

კონფერენციის ორგაზატორები არიან ვენის მერია და ავსტრიის ინსტიტუტი Go-Governance, ერევნის მერიასთან თანამშრომლობით. კონფერენციის მიზანია ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობის საკითხების განხილვა.

 „ეს კონფერენცია მიზანმიმართულია არა მხოლოდ სხვადასხვა პროფესიონალების მიერ ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარებისკენ არამედ მხარეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს დადგენისკენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის ინიციატორი შემთხვევით არ არის ავსტრია. ბოლო წლებში ავსტრიამ  შავი ზღვის რეგიონისათვის დიდი დროის დათმობა დაიწყო, კერძოდ სამხრეთ კავკასიის  ქვეყნებისთვის“, –  განაცხადა  კონფერენციის გახსნაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშოტ ოვაკიმიანმა.

მისი თქმით, ბოლო წლებში სომხურ–ავსტრიული ურთიერთობები გააქტიურდა და ახალ დონეზე აიწია, რასაც ქვეყნების ლიდერთა ერთმანეთთან ვიზიტიც ადასტურებს.

 „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ვენის კავშირი ერევანთან, და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში თანამშრომლობის თანხმობას მოეწერება ხელი,“ – განაცხადა ოვაკიმიანმა.

თავის მხრივ, უკრაინაში ავსტრიის კულტურული ფორუმის დირექტორმა იაკუბ ფორსტ–ბატალიამ განაცხადა, რომ კონფერენცია კარგი შესაძლებლობაა ეფექტური მართვის საკითხებზე მსჯელობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისათვის იმდენად,  რამდენადაც საზოგადოებები უნდა იყვნენ უფრო მეტად მომზადებულნი პრობლემების ცივილური მეთოდებით გადაჭრისათვის. 

ვენის ინსტიტუტის Go-governance დირექტორმა მელანი სალიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავსი კონფერენციები ყოველ წელს ტარდება სხვადასხვა თემების შესახებ.

 „ამ ჯერად კონფერენცია ეფექტურ მართვას და ხელისუფალთა და საზოგადოებებს შორის დიალოგს ეძღვნება. საუბარია დემოკრატიულ პროცესებში საზოგადოების მონაწილეობაზე. ჩემი აზრით, პირველ რიგში, დემოკრატიის გასამყარებლად დამოუკიდებელი პარლამენტია საჭირო“, – აღნიშნა სალიმ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ არ არის ექსპერტი სომხეთის საკითხებში ყურადღება გაამახვილა სომხეთში განვითარებული მასმედიის არსებობის თაობაზე.

როგორც ერევნის ვიცე–მერმა დავიდ ოგანიანმა განაცხადა, კანონზომიერი და პერმანენტული განვითარებისთვის სომხეთის დედაქალაქი 50–ზე მეტ ქალაქთან და არანაკლებ ათეულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანი ელექტრონული მართვის მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუტეულში შედის.

რეგიონულ დონეზე ეფექტური მართვის როლს და მნიშვნელობას ხაზი გაუსვა სომხეთის სათემო გაერთიანების თავმჯდომარემ ემინ ერიციანმაც. 

 „ეფექტური მართვა მთავარ საკითხად იქცა არამხოლოდ ცენტრალურ, არამედ რეგიონულ ხელისუფალთათვის მთელს მსოფლიოში. ის რამდენიმე ელემენტისაგან შედგება, მაგრამ მთავარი მოქალაქეთა მონაწილეობაა. სწორედ ეს საკითხი დგას სახელმწიფოების წინაშე, ის მეტად აქტურალურია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.“ – განაცხადა ერიციანმა.


ყველა ახალი ამბავი
0