საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსახიობ გივი ბერიკაშვილს დაბადების დღე მიულოცა

© photo: Sputnikმარჯანიშვილის თეატრი
მარჯანიშვილის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამსახურებულ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს 12 მაისს 81 წელი შეუსრულდა. დღეს იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის მსახიობია.

თბილისი,15 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარასკევს, 15 მაისს,  ცნობილ ქართველ  მსახიობს გივი ბერიკაშვილს იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა, წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე უსურვა, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესს-სამსახური.

დამსახურებულ  ქართველ მსახიობს,   საქართველოს სახალხო არტისტს გივი ბერიკაშვილს 12 მაისს 81 წელი შეუსრულდა. დღეს იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის აკადემიური თეატრის მსახიობია. 

” ბატონი გივი ერთ-ერთი პირველია იმ მცირერიცხოვან მსახიობთა შორის, რომელმაც გამოჩენისთანავე მოიპოვა მაყურებლის აღიარება და გულწფელი სიყვარული. სწორედ მისი გმირების კეთილი და უშუალო სახეების გამო მიიღო და შეიყვარა იგი ხალხმა”, — ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში. 

მისი თქმით, გივი ბერიკაშვილის  ნიჭისა და მაღალი პროფესიონალიზმის  დასტურია ისიც, რომ იგი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს და მისგან კვლავაც ელოდებიან ახალ როლებს. 

”ვუსურვებ ჩვენს სახელოვან მსახიობს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას და წარმატებებს”, — განაცხადა პრემიერმა. 

 


ყველა ახალი ამბავი
0