საქართველოს პარლამენტში პლენარული კვირა ჩაიშალა

© photo: press-service of Parlament of Georgiaპარლამენტი ქუთაისში
პარლამენტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 67–მა წევრმა. გაირკვა, რომ ოპოზიციონერები ადგილზე იყვნენ, მაგრამ რეგისტრაცია არ გაიარეს.

თბილისი, 15 მაისი, – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს ქვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომის დაწყებამდე მოუწია მისი დახურულად გამოცხადება პარასკევს, 15 მაისს. რეგისტრაცია 148–იდან მხოლოდ 67–მა დეპუტატმა გაიარა. 

ეს უკვე მეორე მცდელობაა ამ კვირაში საქართველოს პარლამენტის სხდომის ჩატარებისა. 13 მაისს პლენარული სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო  15 მაისისთვის გადაიდო. დღის განმავლობაში რეგისტრაციის პროცედურა რამდენჯერმე გაიმართა. 

„რეგისტრაცია პარლამენტის 67–მა წევრმა გაიარა. ჩვენ ვხედავთ ასეთ სურათს: პარლამენტში მეტი დეპუტატია, მაგრამ მათი ნაწილი – ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც გაირკვა, რეგისტრაციას არ გადიან“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რამდენიმე დეპუტატი საზღვარგარეთ, მივლინებაში იმყოფება, ნაწილი კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ღონისძიებებს ესწრება თბილისში. 

„ასე რომ, დღეს შევსებას არ ველოდებით. გამომდინარე აქედან, რეგლამენტის 133–ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ დღეს განმეორებითი რეგისტრაცია მეტად აღარ ჩატარდება. ამგვარად, სხდომა დახურულია გაუხსნელად“, – თქვა უსუფაშვილმა.  

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ქვორუმის არარსებობა საპარლამენტო უმრავლესობის „პოლიტიკური პასუხისმგებლობაა“, რომელიც მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრებითაა წარმოდგენილი. უსუფაშვილის თქმით, დეპუტატებს უახლოეს მომავალში მოუწევთ რიგგარეშე სხდომაზე შეკრება. 

 


ყველა ახალი ამბავი
0