საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჯილდოდ „ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის“ წოდება გადაეცა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
The Banker ფიქრობს, რომ საქართველოს საბანკო სექტორმა ბოლო წლებში თავი „ ძირითად შოკებთან მყარად, კარგად კაპიტალიზირებულად და სტაბილურად“ წარმოაჩინა.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ევროპის წამყვანი ბრიტანული ფინანსური ჟურნალის The Banker რედაქტორმა სტეფანი ლინჰარტმა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს გადასცა ჯილდო – ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირი. შეხვედრა თბილისში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორტა საბჭოს (EBRD) და ბიზნეს–ფორუმის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში შედგა.

Financial Times Group–ის მფლობელობაში მყოფმა წამყვანმა ბრიტანულმა ფინანსურმა ჟურნალმა The Banker, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2014 წლის ევროპის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად დაასახელა.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს ერთ–ერთი ავტორიტეტული გამოცემა ყოველწლიურად წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს და 149 ქვეყანაში საუკეთესო ბანკირებს ასახელებს. გამარჯვებულის შეფასება გასული წლის მონაცემების საფუძველზე ხდება.

კერძოდ, The Banker ფიქრობს, რომ ბოლო წლებში საქართველოს საბანკო სექტორმა თავი იმდენად „კარგად კაპიტალიზირებულად და სტაბილურად, მყარად და მთავარ შოკურ მოვლენად“ წარმოაჩინა თავი, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში ყაზახეთის ცენტრალური ბანკების საბანკო ზედამხედველებს გამოცდილება გაუზიარა.

გასულ წელს ლონდონში ჩატარებულ დაჯილდოების ცერემონიაზე, ევროპის საუკეთესო ბანკირის წოდება ჩეხ  მიროსლავ სინგერს მიენიჭა.

The Banker მსოფლიოში პირველი საბანკო და საფინანსო რესურსად მიიჩნევა, რომელსაც მსოფლიოს 180 ქვეყანაში კითხულობენ.


ყველა ახალი ამბავი
0