„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი

© photo: Sputnikრია ნოვოსტი
რია ნოვოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისი, რუსთაველის პროსპექტი №2 (მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“)

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი არის ღია საინფორმაციო მოედანი პრეს–ღონისძიებების, მრგვალი მაგიდების, ბრიფინგების, პრეზენტაციების, ვიდეო–კონფერენციებისა და ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩასატარებლად. იგი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რაც პრესკონფერენციების ინტერნეტით ტრანსლირებისა და ვიდეოხიდების ჩატარების საშუალებას იძლევა.  

პრეს–ცენტრი მდებარეობს თბილისის ცენტრში შემდეგ მისამართზე: რუსთაველის პროსპექტი №2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა.

დარბაზის ტევადობა

პრეზიდიუმი: 7 ადამიანი;

დარბაზი: 40 ადგილი. 

პრეს–ცენტრის დარბაზში კვირაში საშუალოდ ორი პრესკონფერენცია, მრგვალი მაგიდა და ვიდეოხიდი იმართება. 

ნიუსმეიქერები არიან წამყვანი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, კულტურის მოღვაწეები, მთავრობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

„რია ნოვოსტის“  პრეს–ცენტრში ჩატარებული ღონისძებების თემატიკა მრავალფეროვანია: პოლიტიკა, კულტურა, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, ეკონომიკა, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები. 

თემები შესაძლოა ეხებოდეს როგორც საქართველოს შიდაპოლიტიკას, ისე საქართველოს ურთიერთობებს რუსეთთან და სხვა სახელმწიფოებთან. 

ღონისძიებები ტარდება რუსულ და ქართულ ენებზე. 


ყველა ახალი ამბავი
0