მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გარდაიცვალა ბლუზის ლეგენდა ბი ბი კინგი

გამოწერა
ლას-ვეგასში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა 90 წლის ცნობილი მუსიკოსი, რომელსაც ბოლო პერიოდში მეორე ტიპის დიაბეტი გაუმწვავდა. აპრილში ბი ბი კინგი ორგანიზმის გაუწყლოების გამო საავადმყოფოში მოათავსეს.

თბილისი,15 მაისი — Sputnik. ცნობილი ბლუზის გიტარისტი 90 წლის ბი ბი კინგი ამერიკის ქალაქ ლას-ვეგასში გარდაიცვალა, იტყობინება  РИА Новости სააგენტო Ассошиэйтед Пресс-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

როგორც  სააგენტოს  მუსიკოს ბრენტ ბრაისონის ადვოკატმა განუცხადა, კინგი საკუთარ სახლში ძილის დროს გარდაიცვალა ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 21:40 საათზე.

89 წლის მუსიკოსი აპრილში გამწვავებული დიაბეტის  დიაგნოზით  ლას-ვეგასის  ერთ-ერთ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული. გავრცელებული ვერსიით, მუსიკოსის ჰოსპიტალიზირების მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოება გახდა, რომელიც დაავადებამ გამოიწვია. 

როგორც ცნობილი გახდა, ბი ბი კინგი 20 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტით იყო დაავადებული. 2014 წელს მუსიკოსი იძულებული გახდა  ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო შეეწყვიტა საესტრადო მოღვაწეობა. 

ბი ბი კინგი — ამერიკული ბლუზის  გიტარისტი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, რომელსაც თაყვანისმცემლები ბლუზის მეფეს უწოდებენ. 2011 წელს ჟურნალ Rolling Stone —ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით ბი ბი კინგი მეექვსე ადგილზეა  ”ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტებს  შორის”.


ყველა ახალი ამბავი
0