დასავლეთ საქართველოში „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
თემურ გ.– მ „კანონიერ ქურდობა“ აღიარა. შსს–ს მონაცემების მიხედვით, ის წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო.

თბილისი, 15 მაისი – Sputnik. „კანონიერი ქურდი“ თემურ გ., დაბადებული 1972 წელს, სოფელ რუხში (სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი) ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა–შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარასკევს, 15 მაისს.

ბრალდებული საქართველოს შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს. 

„დაკავებულს პირადი  ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ნარკოლოგიური შემოწმებით მას ოპიუმის  ჯგუფის  ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. თემურ გ. „კანონიერ ქურდობას აღიარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ დაკავებული სამეგრელო–ზემო სვანეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთის ტერიტორიიდან  შემოვიდა. 

შსს–ს მონაცემებით, თემურ გ. წარსულში ნასამართლევია ყაჩაღობისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო. 

საქმე აღძრულია 223–1 მუხლის მე–2 ნაწილით (კანონიერი ქურდობა) და 260–ე მუხლის 1–ლი (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) ნაწილით. 

 

!-- —>

 


ყველა ახალი ამბავი
0