ევროკავშირი საქართველოს 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

© Public Domainევროკავშირი
ევროკავშირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა დაიწყო საბიუჯეტო დახმარების ახალი პროგრამა, ამჯერად, მართლმსაჯულების სფეროში. 2008–2014 წლებში ევროკავშირმა საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისთვის გამოუყო ფინანსები.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ოთხშაბათს, 14 მაისს ხელი მოაწერს საფინანსო ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი 50 მილიონ ევროს გამოყოფს ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისათვის. 

„საბიუჯეტო დახმარების პროგრამა „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმები“ მიზანია  ეფექტური და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლებების გაძლიერება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ეფექტურობის გაძლიერება, კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გაუმჯობესება,  კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული პრაქტიკისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.  პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერულ თანასწორობასა და მდგრად განვითარებას“, – იუწყება საქართველოს იუსტიციის პრეს–სამსახური. 

ფინანსური დახმარების პროგრამა მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის პრიორიტეტულ სფეროებს. ესენია: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა, სისხლის სამართლის სისტემა, სისხლის სამართლის დევნა და გამოძიება, საჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა, მიწის რეგისტრაცია. 

პროგრამას კოორდინირებას გაუწევს  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამდივნოს დახმარებით (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი).

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური დახმარება 2008–2014 წლებშიც აღმოუჩინა.  შედეგად, გადაიხედა სისხლის სამართლის კოდექსი, გაფართოვდა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილების პროგრამა, შემუშავდა არასრულწლოვანთა სამართლის კოდექსი, განხორციელდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, სასამართლოსა და პოლიციის სისტემების რეფორმა, ინიცირდა პროკურატურის რეფორმა.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, 2014 წლის დასაწყისში, ევროკავშირის დელეგაციამ დაიწყო მუშაობა 2015–2018 წლების საბიუჯეტო დახმარების ახალ პროგრამაზე, რომელმაც უნდა  გააფართოვოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმები და რომელიც მოიაზრებს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებას. 

 

ყველა ახალი ამბავი
0