სახელმწიფო ელექტროსისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა

© фото: http://www.mrdi.gov.geმდინარე ბჟუჟი
მდინარე ბჟუჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მომუშავე ბრიგადები და სპეცტექნიკა დაზიანებების ლიკვიდაციაზე მუშაობენ.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. კახეთში გადაუღებელმა წვიმებმა   მდინარე ალაზნის ადიდება  და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (GSE)  ელექტროგადამცემი ანძის „ბახტრიონი“ წაქცევა გამოიწვია, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს 6100 აბონენტი უშუქოდ დარჩა, ნათქვამია GSE–ს პრეს–რელიზში.

სტიქიური უბედურების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ კახეთის რეგიონში სოფ.  ქისტაურის, ახმეტის რაიონის ზემო და ქვემო ალვანის მაცხოვრებლებს ხუთშაბათს, 14 მაისს, ღამის 3 საათზე.

მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მომუშავე ბრიგადები და სპეცტექნიკა დაზიანებების ლიკვიდაციაზე მუშაობენ. 

ელექტროენერგიის მიწოდება  სოფლების  ზემო და ქვემო ალვანის  3600 აბონენტს დაახლოებით დღეს საღამოს აღუდგებათ, ხოლო სოფელი ქისატურის აბონენტებს – ხვალ.

GSE ყველა რესურსს იყენებს სტიქიის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებების უმოკლეს დროში აღსადგენად და ელექტროენერგიის მოსახლეობისათვის უწყვეტად მიწოდების გასაახლებლად.


ყველა ახალი ამბავი
0