საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება

© Sputnik / STRINGERპირველი გიმნაზია
პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საჯარო სკოლებში პირველ კლასში ჩაირიცხებიან ბავშვები, რომელთაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე,14 სექტემბრამდე, შეუსრულდებათ.

თბილისი,14 მაისი- Sputnik. საქართველოს  საჯარო სკოლებში,  2015–2016 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო  ელექტრონული რეგისტრაცია  15 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

რეგისტრაცია დაიწყება  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის  ვებ–გვერდებზე  ადგილობრივი დროით  09:00 საათზე.   სამინისტრო აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ერთი და იმავე ბავშვის რამდენიმე პირის მიერ პარალელურ რეჟიმში დარეგისტრირების  მცდელობამ  შეიძლება გამოიწვიოს ვებ-გვერდზე  ტექნიკური შეცდომა.

 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად  აუცილებელი დოკუმენტების   მისაღებად დრო 11 ივნისიდან  21 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა. რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთა ასაკიც კანონის მოთხოვნებს შეესაბამება“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს საიტზე განთავსებულ განცხადებაში.

საქართველოს საჯარო სკოლებში  პირველ კლასში ჩაირიცხებიან  მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც  6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე  14 სექტემბრამდე შეუსრულდებათ. 

საქართველოს პარლამენტმა აპრილში მეორე მოსმენით გასული  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ – ჩააგდო. კანონპროექტის შესაბამისად, პირველ კლასში  ჩარიცხვა იმ ბავშვებისთვისაც არის  დასაშვები, რომელთაც  6 წელი 2015 წლის ბოლომდე შეუსრულდებათ.

 კამათი იმის შესახებ თუ რომელი ასაკიდან არის მიზანშეწონილი ბავშვის სკოლაში შეყვანა წლების განმავლობაში გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, 2010 წლიდან  ბავშვს სკოლაში 5 წლის ასაკშიც შეეძლო შესვლა. საჯარო სკოლების სწავლის 12– წლიან სისტემაზე  (2008წ.)გადასვლის გათვალისწინებით, მშობლები ამ ინიციატივას დადებითად  აფასებდნენ.  2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამ საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით.


ყველა ახალი ამბავი
0