მანათი დოლართან მიმართებით მყარდება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის თებერვალში აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ეროვნული ვალუტის კურსის დოლართან ბმაზე.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. აზერბაიჯანის ცენტრალური  ბანკი უკვე ზედიზედ მეორე კვირაა, რაც ეროვნული ვალუტის, მანათის კურსს  დოლართან მიმართებაში ამყარებს, იუწყება სააგენტო  Новости-Азербайджан.

აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა 14 მაისს  ეროვნული ვალუტის, მანათის კურსი გაამყარა. 1 დოლარი 1.0474 აზერბაიჯანული მანათი ღირს, რითაც დოლარი 0,0006 მანათით გაიაფდა. 

ეროვნული ვალუტა 14 მაისს გაიაფდა ევროსთან მიმართებაში. 1 ევროს ღირებულება 1,1912 მანათს შეადგენს, რითაც ევრო 0,0113 მანათით გაძვირდა. 

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ  2015 წლის 16 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება,  გადასულიყო  სავალუტო კურსის პოლიტიკაში მანათის კურსის თარგეთირებაზე ბივალუტური კალათის საფუძველზე და შესაბამისად,  უარი ეთქვა ეროვნული ვალუტის დოლართან ბმაზე. 

ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე მონაწილეობას განაგრძობს დადგენილი დერეფნის ფარგლებში. 

ეროვნული ვალუტის კურსმა 16 თებერვალს დაწყებული დევალვაციის მომენტიდან დაიწია $1- 0,7844 მანათი $1 — 1,0474 მანათამდე. ამით დოლარი მანათის დევალვაციის დაწყების მომენტიდან 33.5%–ით გამყარდა.  

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მხრივ ეროვნული ვალუტის კურსის დაწევა მოწოდებულია აზერბაიჯანის ეკონომიკის არასანავთობო სექტორის ექსპორტის სტიმულირებისკენ.

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მანათის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2014 წლის შედეგების მიხედვით შეადგენდა: $1- 0,7844 მანათი. 2013 წელს:  $1 — 0,7844 მანათი. 2012 წელს: $1 — 0,7848 მანათი.

მანათის კურსი ევროსთან მიმართებაში 2014 წლის მონაცემებით შეადგენდა: 1 ევრო – 0,9665 მანათი.  2013 წელს: 1 ევრო – 1,0741 მანათი. 2012 წელს: 1 ევრო – 1,0289 მანათი.    

 


ყველა ახალი ამბავი
0