სომხეთი ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის სამრეწველო წარმოების ზრდის კუთხით ლიდერობს

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშისომხეთის მთავრობის სახლი
სომხეთის მთავრობის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდა საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, სამთომოპოვებითი სფეროს მრეწველობისა და გახსნილი კარიერების დამუშავების გაზრდითაა უზრუნველყოფილი.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სომხეთის სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2015 წლის იანვარ–მარტში 605 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 2%–იან ზრდაზე მეტყველებს. ამ მონაცემით სომხეთი ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის ლიდერობს, გვატყობინებს Новости-Армения  ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (ЕЭК) ვებ–საიტის  გვერდის საშუალებით.

ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემების თანახმად, ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნების სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,7%–ით დაეცა და 212 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სომხეთის სამრეწველო წარმოების მოცულობის ზრდა საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, სამთომოპოვებითი სფეროს მრეწველობისა და გახსნილი კარიერების დამუშავების გაზრდითაა უზრუნველყოფილი, რამაც 27,7%–ით ზრდა დააფიქსირა და შეადგინა 115,9 მილიონი დოლარი.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გადამამუშავებელმა მრეწველობამ 359 მილიონი დოლარი შეადგინა (0,6%–ით ზრდა),  ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით, წნევით და კონდიცირებული ჰაერით უზრუნველყოფამ (მომარაგება) – 120,1 მილიონი დოლარი (დაცემა 13,2%–ით), წყალმომარაგებამ, დასუფთავებამ, ნარჩენების გადამუშავებამ და მეორადი ნედლეულის მიღებამ – 10 მილიონი დოლარი (ზრდა 10,2%–ით).

სტატისტიკის მონაცემების თანახმად, სამრეწველო წარმოების მოცულობა საანგარიშო პერიოდში  ყაზახეთშიც გაიზარდა 0,6%–ით და შეადგინა 18,3 მილიარდი დოლარი. იანვარ–მარტში ბელორუსიაში სამრეწველო წარმოების 7,3% – ით 11,6 მილიარდ დოლარამდე ვარდნა დაფიქსირდა, ხოლო რუსეთში სამრეწველო წარმოების მოცულობა 0,7% – ით  181,5 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ყირგიზეთის სამრეწველო წარმოების მოცულობა 20,9% – ით გაიზარდა და 825,1 მილიონი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის იანვარი–მარტის თვეში ევრაზიული კავშირის ქვეყნებს შორის სამრეწველო წარმოების საერთო მოცულობის 85,6% რუსეთის წარმოებამ შეადგინა, ყაზახეთის – 8,6%, ბელორუსის – 5,5%,  სომხეთის კი  0,3%.

2015 წლის იანვარი–მარტის თვის პერიოდში  ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნების სამრეწველო წარმოების სტრუქტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გადამამუშავებელ მრეწველობას ეკავა (61,7%). სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობამ 26,1% შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის მოპოვება–განაწილებამ, ბუნებრივმა აირმა და წყალმა 12,2%. 


ყველა ახალი ამბავი
0