EBRD-ის ყოველწლიური აქცია თბილისში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

გამოწერა
შ.რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრთან დაწყებული აქციის ორგანიზატორია ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“

თბილისი, 14 მაისი-Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ოფიციალური ცერემონიის პარალელურად, ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“-ს ორგანიზებით, თეატრთან აქცია დაიწყო ლოზუნგით „არა სახიფათო ჰიდროპროექტებს“. აქცია  რუსთაველის გამზირზე მდებარე მოსწავლე ახალგალგაზრდობის ეროვნულ სასახლემდე მსვლელობით გაგრძელდა.

„აქცია  საუკეთესო საშუალებაა წინააღმდეგობისათვის, რათა საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ გაპროტესტდეს ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად გამოწვეული ზიანი და მოხდეს სახიფათო ჰიდროპროექტების დაფინანსების შეწყვეტა და არსებული პრაქტიკის შეცვლა.

როგორც ცნობილია, მიუხედავად საზოგადოების დიდი წინააღმდეგობისა, ბანკმა არ გაითვალისწინა საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები და მაინც დააფინანსა სამი დიდი ჰიდოელექტროსადგურის პროექტი საქართველოში: 87 მგვტ ფარავანი ჰესი, 109 მგვტ დარიალი ჰესი და 185 მგვტ შუახევიჰესი,“-ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ EBRD-ს შეწყვიტოს პროექტების დაფინანსება მანამ, სანამ არ იქნება შემუშავებული საქართველოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა; არ დაიწყება ქვეყანაში წყლის (მდინარეების) ინტეგრირებული სააუზო მართვის სისტემაზე გადასვლისთვის ზრუნვა და მდინარეთა სტატუსების განსაზღვრა; არ დაინერგება მსოფლიოში აპრობირებული დაგეგმვისა და ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)  ყოველწლიურ შეხვედრას კავკასიაში პირველად ატარებს. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ EBRD-ის წევრი  ქვეყნების უმაღლესი დონის წარმომადგენლები 66 ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნესმენები და სხვა ოფიციალური პირები — დაახლოებით 4000 ადამიანი. ღონისძიების ძირითადი ნაწლი თბილისში, საქართველოს პარლამენტის  შენობაში გაიმართება. 

ყველა ახალი ამბავი
0