საქართველოს პრემიერი მოლდოვეთს ივნისში ეწვევა

© geotimesირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიშინოვში შეხვედრებზე მხარეები ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივნისში სამთავრობო დელეგაციის  მეთაურობით ოფიციალური ვიზიტით მოლდოვეთში გაემგზავრება, გვატყობინებს მთავრობის  პრეს–სამსახური.

დაგეგმილი ვიზიტის დეტალები ღარბაშვილმა და მისმა მოლდოველმა კოლეგამ კირილ გაბურიჩმა 13 მაისის საღამოს სატელეფონო საუბარში განიხილეს.

 „მხარეებმა  განიხილეს საქართველოს მთავრობის მეთაურის დაგეგმილი  ვიზიტის დეტალები, ასევე ისაუბრეს მეგობრული  ურთიერთობისა  და პარტნიორული დამოკიდებულებების გაღრმავებაზე ქვეყნებს შორის“, – ნათქვამია შეტყობინებაში.


ყველა ახალი ამბავი
0