ქართველმა სამართალდამცავებმა ნახევარ კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღეს

© фото - public domainდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

თბილისი.14 მაისიი Sputnik. პოლიციამ ქალაქ რუსთავში, აზერბაიჯანის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული შოთა მ. დააკავა, რომელსაც ბრალად ედება  440-ზე მეტი გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია, — ამის შესახებ საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახური იტყობინება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სპორტული ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკის რეალიზაციის შედეგად მიღებული 85 000 აშშ დოლარი იყო. ასევე ამოღებულია ბრალდებულის მიერ რეალიზებული 681,29 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 441,636 გრ ჰეროინს შეიცავს, —ნათქვამია განცხადებაში.

 შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა, შოთა მ. წარსულში ნასამართლევია იარაღის უკანონო ტარება-შენახვისათვის.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0