თბილისი, 14 მაისი – Sputnik. დოლარის კურსი მსოფლიო ვალუტებთან მიმართებაში ხუთშაბათს აშშ–ში აპრილის საცალო გაყიდვების სუსტი მონაცემების ფონზე ეცემა, რასაც ვაჭრობის მონაცემები ადასტურებს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
8:27 საათის მდგომარეობით TBC–ს დოლარის ინდექსი (დოლარის კურსი, 6 ქვეყნის, აშშ–ის მთავარი სავაჭრო პარტნიორების სავალუტო კალათასთან მიმართებაში) 0,08%-ით 93.53 პუნქტამდე დაეცა. ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 1,1353–დან 1,1368მდე გაიზარდა. დოლარის კურსი იენთან მიმართებაში ბირჟის დახურვამდე 119,16–დან 119,13მდე.
მანამდე, ოთხშაბათს აშშ–ის ვაჭრობის სამინისტრომ იტყობინებოდა, რომ აპრილის შედეგების დაჯამებით თვიური საცალო გაყიდვების მოცულობა ქვეყანაში არ შემცირებულა. მონაცემები ანალიტიკოსთა პროგნოზებზე უარესი აღმოჩნდა, რომლებიც მაჩვენებლის ზრდას 0.2%ით ელოდნენ. მარტის თვის მაჩვენებელმა 0,9%–დან 1,1%–მდე ზრდა დააფიქსირა.
საცალო გაყიდვების მოცულობა, გარდა ავტომობილებისა და მაკომპლექტებლების, მარტის პირველად მაჩვენებელთან შედარებით 0,1%ით გაიზარდა, როდესაც ანალიტიკოსები 0,5%–ით ზრდას ელოდნენ. მარტის გაყიდვების მაჩვენებელმა ავტომობილების გამოკლებით 0,4%–დან 0,7%–მდე ზრდა დააფიქსირა.
„აქ არაფერია შესალამაზებელი, შედეგებმა იმედი გაგვიცრუა“, – ციტირებს სააგენტო ბლუმბერგი ნიუ–იორკის Westpac Banking Corp–ის სავალუტო სტრატეგს რიჩარდ ფრანულოვიჩს (Richard Franulovich).