კარასინი - აბაშიძის შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებში პრაღაში გაიმართება

© zlatapraha.netპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქვეყნის წარმომადგენლის შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების განხილვას, ამ შეხვედრაზე წყდება ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომბლობის აღდგენის საკითხები.

თბილისი,14 მაისი-Sputnik.  რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა  და  რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის  სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა  ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, იტყობინება  სააგენტო РИА Новости.

” ახლა ვამზადებთ ახალ შეხვედრას ზურაბ აბაშიძესთან პრაღის დიალოგისათვის.  ჩვენ კვლავაც მივიჩნევთ, რომ კავშირების  ეს არხი  გვეხმარება გადავწყვიტოთ პრაქტიკული საკითხები რუსეთ-საქართველოს  ორმხრივ  ურთიერთობებში.  სავარაუდოდ,  ეს შეხვედრა გაიმართება პრაღაში, ივნისის შუა რიცხვებში“, — განუცხადა კარასინმა ოთხშაბათს  სააგენტოს  РИА Новости.

მან აღნიშნა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში მსგავსი კონტაქტების კონკრეტული შედეგები  ნათელია.  „დავასახელებ თუნდაც რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და  სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაბრუნებას, საქმიანი კონტაქტების აქტივიზაციას, მათ შორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის კუთხით. რუსეთი თურქეთსა და აზერბაიჯანთან  ერთად  წარმოადგენს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორულ  სამეულს საქართველოსთვის.  ეს არ არის ცუდი განვითარება, ჩვენ ამას მივესალმებით ”, — თქვა კარასინმა.

”გარდა ამისა,  განახლდა სახმელეთო და  რეგულარული საჰაერო მიმოსვლა, პოზიტიური ტენდენციები არსებობს  ჰუმანიტარულ სფეროში,  ადამიანებს შორის კონტაქტებში,  კულტურული, რელიგიური და ნათესაური კავშირების შენარჩუნებაში.  ჩვენ ახლა ასევე ვმუშაობთ  საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის შემდომი ლიბერალიზაციის საკითხზე,  რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონა ”, — დაამატა  მინისტრის მოადგილემ.  მისი თქმით, ყველა ეს საკითხი   განხილული იქნება დაგეგმილ შეხვედრაზე. 

2008 წლის აგვისტოში  თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა,  რომლებიც  ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ,  საგარეო პოლიტიკის  ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს. 

დღისათვის,  რუსეთსა და საქართველოს  შორის  დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძე-კარასინის  რეგულარული შეხვედრების ფორმატში გრძელდება, რომელიც პრაღაში იმართება.  შეხვედრის ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკური საკითხების  განხილვას, ამ შეხვედრაზე  წყდება ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომბლობის აღდგენის საკითხები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0