ევროსაბჭოს პრეზიდენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

გამოწერა
პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირთან აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას (თანამეგობრობაში გაწევრიანების პერსპექტივის გარეშე).

თბილისი, 14 მაისი –  Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტში 21–22 მაისს რიგაში, განაცხადა ტუსკის პრეს–სამსახურმა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

ინფორმაციის თანახმად, 21 მაისს ლატვიის დედქალაქში გაიმართება უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილე ქვეყნებისა და მთავრობების მეთაურთა არაფორმალური სამუშაო ვახშამი, ხოლო 22 მაისს გაიმართება სამიტის  პლენარული სხდომა. 

ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ ითვალისწინებს ევროკავშირთან აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას (თანამეგობრობაში გაწევრიანების პერსპექტივის გარეშე).

ამათგან ბოლო სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა  ევროკავშირთან ურთიერთობაში დაწინაურებულ სტადიაზეა.  

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი სამიტი 2009 წელს გაიმართა პრაღაში, მეორე – 2011 წელს ვარშავაში, მესამე – 2013 წელს ვილნიუსში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0