ღარიბაშვილი: საქართველოსთვის პატივია EBRD–ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა

© пресс-служба Ираклия Гарибашвилиირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
EBRD–ის ეკონომისტები გამოაქვეყნებენ ახალ ეკონომიკურ პროგნოზებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გადაჭიმულია ცენტრალური და სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპიდან კავკასიამდე, ცენტრალურ აზიამდე და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებამდე.

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნეს-ფორუმს, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიღების მონაწილეებს, რომელიც ოთხშაბათს საღამოს გაიმართა  თბილისში EBRD–ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის საპატივცემულოდ.

 „ბატონებო, თუ ფანჯარაში გაიხედავთ, თქვენს წინაშე გადაიშლება უძველესი და უმდიდრესი კულტურის მქონე ქალაქის ხედი. თქვენ დაინახავთ დინამიურ ქალაქს, მზარდი დემოკრატიის ქვეყნის დედაქალაქს, რომელიც მალე გადაიქცევა ბიზნესისა და ვაჭრობის თანამედროვე ცენტრად და ძალზე მიმზიდველ ადგილად ინვესტორებისთვის. ჩვენმა გზამ ევროინტეგრაციისკენ, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, შეცვალა საქართველო, ხოლო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა  მაღალი რანგის სტუმრებისადმი მიმართვაში, რომლებიც 13 მაისს ოფიციალურ მიღებაზე იყვნენ შეკრებილნი.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD თავის ყოველწლიურ 2015 წლის შეხვედრასა და ბიზნეს–ფორუმს ატარებს თბილისში 14–15 მაისს.  EBRD–ს განზრახული აქვს, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოწვევებზე საკუთარი პასუხების აქტივიზაციისათვის აქციონერებისგან მანდატი მოიპოვოს. 

 

 შეხვედრა გაიმართება გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, რაც EBRD–ის საქმიანობის რეგიონებში  ცხოვრების დონის აწევისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისათვის აუცილებელ ინვესტიციებს აკავებს.

 

  EBRD–ის შეხვედაზე ეკონომისტები გამოაქვეყნებენ ახალ ეკონომიკურ პროგნოზებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ცენტრალური და სამხრეთ–აღმოსავლეთი ევროპიდან  კავკასიამდე, ცენტრალური აზიამდე და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილამდეა გადაჭიმული.

ეკონომისტები დაგვანახებენ, რომ სხვადასხვა რეგონებში ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდაზე დაბრუნება მთლიანობაში მიუღწეველ ამოცანად რჩება და რომ რუსეთის ეკონომიკური სისუსტე გავლენას ახდენს ამ ქვეყნის ფარგლებს მიღმა მდებარე სახელმწიფოებზეც. 

EBRD–ის შეხვედაზე მისი 66 აქციონერის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონებისთვის საჭირო, უახლეს წლებზე გათვლილ სტრატეგიას, რა დროსაც იხელმძღვანელებენ იმ სამი ძირითადი პრიორიტეტით, რომლებიც მოწოდებულია გამოაცოცხლონ ქვეყნებში ბანკის ოპერაციებზე გადასვლა:

·         გადასვლის გამყარება, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, მეტ სოციალურ შეკავშირებასა და ინტეგრაციას;

·         ინვესტიციებისთვის მხარდაჭერით ინტეგრაციისთვის ხელშეწყობა, რომლებიც ამყარებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, ფინანსურ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს;

·         ისეთი გლობალური და რეგიონული პობლემების გადაჭრა, როგორებიცაა კლიმატის ცვლა, რესურსების გამოლევა და კვების პროდუქციის უსაფრთხოება.

EBRD ძალიან აქტიური იყო საქართველოში. 2014 წელს ბანკის ინვესტიციები ქვეყანაში 200 მილიონ ევრომდე გაიზარდა. საერთო ჯამში ბანკმა ჩვენთან 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ბოლო 22  წლის განმავლობაში, რაც უმსხვილესი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე ნებისმიერ იმ ქვეყანას შორის, სადაც EBRD ოპერაციებს ანხორციელებს. აერთო ჯამში ბანკმა ჩვენთან 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო ბოლო 22  წლის განმავლობაში, რაც უმსხვილესი მაჩვენებელია ერთ სულ მოსახლეზე ნებისმიერ იმ ქვეყანას შორის, სადაც EBRD ოპერაციებს ანხორციელებს.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0