შს სამინისტრომ ბათუმში მომხდარი აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გამოწერა
შსს უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ერთი დაზარალებულის შესახებ.

თბილისი, 13 მაისი —Sputnik.  საქართველოს  შს სამინისტრომ  ბათუმში  13 მაისის ღამით  კაბე–ბარ „მალიბუს“ აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა. შემთხვევა გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

 

ხანძრის შესახებ ინფორმაცია  მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დილით გავრცელდა.  აფეთქების შედეგად დაშავდა ერთი მამაკაცი, რომლის ავტომანქანაც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მის მანქანას შენობის ნანგრევები დაეცა.

 

„საქმე აღძრულია სსკ-ს 187 –ე  მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება   ჩადენილი ცეცხლის წაკიდებითაფეთქებით ან სხვა

საყოველთაოდ საშიში საშუალებით). ხანძრის შედეგად არავინ დაზარალებულა. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ,  აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა  გვიან  ღამით მოხდა“, –  იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

 

აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0