ამერიკის ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია თბილისში

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის მიზანი ატლანტიკური საბჭოს ახალი ინიციატივების დაწყებაა, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ხელშეწყობისკენ

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით ოთხშაბათს, 13 მაისს ჩამოვა, გვატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი დავით კერესელიძე.  ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და დეპუტატებთან.

 

„ვიზიტის მიზანი ატლანტიკური საბჭოს ახალი ინიციატივების დაწყებაა, რომლებიც მიმართულია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ხელშეწყობისკენ. ამასთან დაკავშირებით, ატლანტიკური საბჭო მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისათვის, რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიცაა აშშ–სა და ევროკავშირის სტრატეგიების ანალიზი  და აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ევროპული მისწრაფებებისთვის ხელშეწყობა“, – განაცხადა კერესელიძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0