ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნების "ღირსეული პარტნიორი" (Nobel Partner 2015) ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ქართულ–ამერიკული სამხედრო არმიების ერთობლივი წვრთნების "ღირსეული პარტნიორი" (Nobel Partner 2015) ოფიციალური გახსნის ცერემონია ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შედგა.

წვრთნებში დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წვრთნებზე პირველი სახმელეთო ბრიგადის 12–ე ბატალიონის „ალფა“ ასეული, 42–ე ბატალიონის პირველი მექანიზირებული ასეულის და სამხედრო პოლიციის დანაყოფი წარადგენენ.

როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, ქართულ–ამერიკული წვრთნების მიზანი „ნატოს“ (NRF) სწრაფი რეაგირების ძალების ქართული ასეულის მზადყოფნაა.

ერთობლივმა წვრთნებმა ხელი უნდა შეუწყოს ქართული და ამერიკული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, აღნიშნავენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ამერიკული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა საქართველოში ვარნიდან 2015 წლის 2 მაისს გამოიგზავნა და ჩამოვიდა 6 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე.

ქართული მხარე წვრთნებში ქვეითთა საბრძოლო მანქანას "БМП 2", ამერიკულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას „ბრედლი“ და ლოჯისტიკის უზრუნველყოფისათვის საჭირო რამდენიმე მანქანას გამოიყენებს.

„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი მასშტაბური ქართულ–ამერიკული წვრთნები ტარდება...“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

წვრთნების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის პირველმა პირებმაც მიიღეს, მათ შორის ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.