თბილისის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლებმა, ნაძალადევის რაიონის გზის სავალ ნაწილზე ასფალტის დაგება დაიწყეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები გზის საფარის მდგომარეობის გამო დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

საქართველოს დედაქალაქში საგზაო საფარის რემონტს თბილისის მერიის ხელმძღვანელობა აკონტროლებს, რომლის წარმომადგენლებიც რეგულარულად ათვალიერებენ სარემონტო სამუშაოების ადგილს.

ზამთრის შემდეგ თბილისის ბევრ რაიონში გზებს შეკეთება დასჭირდა. ამასთან, ნაძალადევის რაიონში გზები უკვე დიდი ხანია სავალალო მდგომარეონაშია.

ფოტოზე: მიმდინარეობს გუდამაყრის ქუჩის რემონტი, სადაც, კომპანია „ლუკრისთან“ შეთანხმების ფარგლებში, გზის ახალი საფარი 1300კვ. მეტრზე უნდა დაიგოს.

საგზაო სარემონტო სამუშაოებისთვის გამოიყო 170 ათასი ლარი. „ლუკრიმ“ გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში რამდენიმე გზა უნდა გაარემონტოს.

თბილისის მერიასთან შეთანხმების ფარგლებში კომპანია „ლუკრი“ ასფალტის ახალ საფარს გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში დააგებს.

თბილისის მერიის წარმომადგენელმა ავთანდილ სუდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გზის საფარის აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს.