ბათუმში კაფე–ბარი „მალიბუ“ აფეთქდა

© ge.rsp.travelბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შენობის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, სხეულის დაზიანება ერთმა ადამიანმა მიიღო.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik.  ბათუმში კაფე–ბარი “მალიბუ“ აფეთქდა. შემთხვევა ოთხშაბათს 13 მაისის ღამეს მოხდა.  აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც  კაფე–ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა, იუწყება „პირველი რადიო“.  შენობის აფეთქების შედეგად ავტომანქანას  შენობის შუშის ნამსხვრევები დაეცა.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ვერსიით,  მოხდა ბუნებრივი აირის გაჟონვა.  

ყველა ახალი ამბავი
0