მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

"იდენტობამ" ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აღძრული საქმე მოიგო

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსასამართლომ მართებულად ცნო არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა დააკისრა

 თბილისი, 12 მაისი– Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არასაკმარისად ცნო საქართველოს მთავრობის ძალისხმევა   ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც დაშვებული  იქნა ჰომოფობიის წინააღმდეგ თბილისში 2012 წელს გამართული  მიტინგის მონაწილეთა მიმართ. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 

კერძოდ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ  საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება დააკისრა,  კომპენსაციის სახით დაზარალებულებს 2-დან 4 ათას ევრომდე ოდენობით თანხა გადაუხადოს —საუბარია ევროსასამართლოს პრეს-რელიზში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა.

 

სარჩელი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ 2012 წლის 17 მაისს  გამართულ  აქციას. აქცია დაიწყო თბილისის საკონცერტო დარბაზთან (ფილარმონია) და მისი მონაწილენი გეგმავდნენ რუსთაველის გამზირის გავლით მსვლელობას კოლმეურნეობის მოედნამდე.  მაგრამ რუსთაველის გამზირის დასაწყისში, მათ დახვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა“ და ვახტანგ გორგასლის საზოგადოების წევრები. მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

 

„კერძოდ,  სასამართლომ დაადასტურა, რომ ხელისუფლებამ (საქართველოს) იცოდა და უნდა  სცოდნოდა მსვლელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ამიტომ ვალდებულნი იყვნენ უზრუნველეყოთ ადეკვატური დაცვა რომ ის (მსვლელობა) მშვიდობიანად ჩატარებულიყო, რაც მათ ვერ შეძლეს“, – საუბარია განცხადებაში.

 

საქმის მასალებიდან გამომდინარე, მსვლელობის მონაწილეთა მონაცემებით, პოლიციას პასიური დამოკიდებულება  ჰქონდა მიმდინარე მოვლენებისადმი, არ რეაგირებდა დახმარების თხოვნაზე. ინციდენტის შედეგად სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორგანიზაცია „იდენტობამ“ და მისმა 13 —მა წევრმა მიმართა.  ისინი ითხოვდნენ სასამართლოს ყურადღების მიპყრობას ადამიანის უფლებათა  და ძირითად თავისუფლებათა დაცვის  კონვენციის მესამე (წამების აკრძალვა) და  მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა), ასევე გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მუხლებზე.

 

ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღიარა  რა ამ მუხლების დარღვევა, საქართველოს ხელისუფლების ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტს, რომ „გამოძიების მოცულობა დაუსაბუთებლად იქნა შეკვეცილი და აღიძრა მხოლოდ 2 სისიხლის სამართლის საქმე 2 განმცხადებელზე ფიზიკური ტრავმების მიყენების ფაქტზე.“

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დააკისრა საქართველოს ხელისუფლებას გადაუხადოს მოსარჩელე მხარის თითოეულ წევრს კონკრეტული თანხის ოდენობა – ლევან ბერიძესა და გურამ დემეტრაშვილს 4 ათასი ევრო თითოეულს, გვანცა ძერკორაშვილსა და მაგდა კალანდაძეს 3-3 ათასი ევრო, ლევან ასათიანს, თინა ბილიხოძეს, ბექა ბუჩაშვილს, ელინე გლახაშვილს, ნათია ღვინიაშვილს, მიხეილ ხალიბეგაშვილს, თამთა მელაშვილს, ქეთი ცაგარეიშვილს, მარიამ ცუცქირიძეს —2 ათასი ევრო თითოეულს.  ასევე ევროსასამართლომ დააკისრა სახელმწიფოს  1.5 ათასი ევრო გადაუხადოს არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“.

ყველა ახალი ამბავი
0