თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის დეტალური განხილვა ამ საკითხის წინსვლას მოემსახურება.
„ახლა ჩვენ დავიწყეთ უფრო დეტალური, სპეციფიური განხვილვა, რომელიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის წინსვლის კუთხით დაეხმარება. ეს ინტერნსიური დიალოგი დადებითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ბრიუსელში ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროსაბჭოსთან ახლანდელი თანამშრომლობა უზრუნველყოფს „საქართველოს წინსვლას მის ისტორიულ არჩევანთან და ისტორიულ ოჯახთან“.
„ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურები ასოცირების ხელშეკრულების ხელის მოწერამდე და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან აქტიურმა დიალოგმა უზრუნველყო ჩვენი შემდგომი განვითარება, რეფორმები და დადებითი პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოსთვის“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, გაფართოებისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, ევროკომისიის ენერგეტიკული კავშირის მოადგილეს მაროშ შეფჩოვიჩს და ბელგიის მეფე ფილიპს შეხვდა, ასევე სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“ (The Eastern Partnership – Partnership of Free Choice).