დაცხრილული თურქული ხომალდი ბოდრუმის პორტში დადგა

© photo: SputnikСудно в море
Судно в море - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქულმა მშრალტვირთმზიდმა Tuna 1 , რომელიც ლიბიის სამხედროებმა დაბომბეს და რომლის ბორტზეც 6 ქართველი მეზღვაური იმყოფება, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ჩაუშვა ღუზა.

თბილისი, 13 მაისი-Sputnik.  თურქულმა მშრალტვირთმზიდმა, რომელიც ლიბიის სამხედროებმა დაბომბეს და რომლის ბორტზეც 6 ქართველი მეზღვაური იმყოფება, თურქეთის ქალაქ ბოდრუმში ჩაუშვა ღუზა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს  საზღვაო  ტრანსპორტის  სააგენტოს მიერ  ოთხშაბათს 13  მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

აქამდე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა,  რომ ხომალდს,  რომელიც  ლიბიის პორტ ტობრუკში მიემართებოდა, 10 მაისს გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტნის თანაშემწე,  ხოლო ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა სხეულის დაძიანება მიიღო.

 

”გუშინ საღამოს მშრალტვირთმზიდი შევიდა თურქეთის ქალაქ ბოდრუმში, სადაც ჩაუშვა ღუზა. როგორც  ქართველმა მეზღვაურებმა საზღვაო – სატრანსპორტო სააგენტოს შეატყობინეს,  ისინი თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება – აქვთ  სასმელი წყალი, საკვები და სხვა საჭირო ნივთები. მეზღვაურებთან მუდმივ კავშირშია  საქართველოს საკონსულო თურქეთში და საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნას გამოთქვამენ მათ დასახმარებლად”, — ნათქვამია შეტყობინებაში.

როგორც ლიბიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა მოჰამედ ჰეჯაზიმ განაცხადა, ლიბიელმა სამხედროებმა თურქული მშრალტვიტთმზიდი ხომალდი ჯერ გააფრთხილეს, არ მიახლოებოდა აღმოსავლეთ პორტ დერნას, რომელსაც ბოევიკი – ისლამისტები აკონტროლებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს ცეცხლი, იუწყება „რია ნოვოსტი“.

ყველა ახალი ამბავი
0