პრესკონფერენცია: რუსული ენის კურსები დასრულდა

© photo: Sputnik"რია–ნოვოსტი"
რია–ნოვოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ფარგლებში სტუდენტები 6 თვის მანძილზე სწავლობდნენ რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის ისტორიასა და ღვთისმეტყველებას.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. სტუდენტებს, რომლებმაც რუსული ენის კურსები პროექტ „ცოდნა–საუკეთესო ხიდის“ ფარგლებში გაიარეს, 15 მაისს 14:00 საათზე რუსული საინფორმაციო სააგენტო  „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში დიპლომებს გადასცემენ. 

 პროექტი განხორციელდა  არასამტავრობო ორგანიზაცია  „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ინიციატივითა და ფონდ „რუსკი მირის“ დაფინანსებით. პროექტის ფარგლებში სტუდენტები 6 თვის მანძილზე სწავლობდნენ რუსულ ენასა და ლიტერატურას, რუსეთის ისტორიასა და ღვთისმეტყველებას.  პროექტის შედეგებზე ისაუბრებენ:

  „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე; 

  პროექტის „ცოდნა – საუკეთესო ხიდი“ პედაგოგები, მწერლები და ჟურნალისტები.

 

ღონისძიების დასასრულს, 5 სტუდენტს, რომლებმაც წარჩინებით დაამთავრეს კურსი,  ჯილდოდ ცნობილი რუსი მწერლების ნაწარმოებები გადაეცემათ.

 „ერეკლე მეორის საზოგადოების“ პრესსამსახური:

 

+995 32 950364: +995 99 722347: +995 91 111595.

 „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი: თბილისი, რუსთაველის გამზირი №2. თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, მე–­8 სართული, ოფისი №808.

ტელ:  224 46 77;  555 90 89 77.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0