ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ – ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და აშშ–ის ურთიერთობაში“

გამოწერა
ქართულ–ამერიკული ერთობლივი სწავლებების გახსნის ოფიციალური ცერემონია ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ორშაბათს, 11 მაისს გაიმართა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობაში წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა ქართულ–ამერიკულ ერთობლივ წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner 2015).

 

ქართულ–ამერიკული ერთობლივი სწავლებების გახსნის ოფიციალური ცერემონია  ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე  ორშაბათს, 11 მაისს გაიმართა.

 

„ასეთი დონის წვრთნები, რომელსაც „ღირსეული პარტნიორი“ ჰქვია,  დღეს პირველად ტარდება საქართველოში. ეს არის ჩვენი სამხედროების, ჩვენი შეიარაღებული ძალების მაღალი შეფასება და ქართული სახელმწიფოსადმი ნდობისა და მხარდაჭერის გამოხატვა. ეს უმნიშვნელოვანესი დღეა და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ–ამერიკულ ურთიერთობებში“, – განუცხადა ღარიბაშვილმა  ჟურნალისტებს წვრთების გახსნის ცერემონიაზე.

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას მხარდაჭერისთვის.

 

„მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ სამხედრო სწავლება —,,ღირსეული პარტნიორი" პირველად ტარდება და ამერიკასა და საქართველოს შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ხზგასმით აღვნიშნავ, რომ სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ. ეს სწავლება მიზნად ისახავს ნატო სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს კრიზისების ოპერაციების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ქართველი სამხედროები, როგორც გამორჩეულად ერთგული და ღირსეული ჯარისკაცები, შესაფერის პარტნიორობას გაუწევენ თავიანთ ამერიკელ კოლეგებს, მიიღებენ სათანადო გამოცდილებას და მზად იქნებიან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის", – განაცხადა პრემიერმა.

ყველა ახალი ამბავი
0