მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბელგიაში მარგველაშვილის პირველი შეხვედრის თემა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იყო

© Public DomainЕС
ЕС - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ნატო–ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროსაბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს, ბელგიის მეფე ფილიპსა და აგრეთვე ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

თბილისი, 11მაისი – Sputnik. ბელგიაში ოფიციალურ  ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობისა და ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე იმსჯელა   გაფართოებისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ  იოჰანეს ჰანთან  შეხვედრისას ორშაბათს, 11 მაისს.

 

„შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის თაობაზე ხელშეკრულებას“, – იუწყება პრეზიდენტის პრეს–სამსახური.

 

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გარდა, მხარეებმა იმსჯელეს იმ მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს აქვს 21–22 მაისს დაგეგმილი რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მიმართ.

 

„გიორგი მარგველაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები რეგიონსა და საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გარემოზე, ასევე იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც ევროკავშირი არსებულ გამოწვევებთან ბრძოლის კუთხით ასრულებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "უკრაინაში განვითარებული სიტუაცია  გარკვეულწილად არის  გაგრძელება  2008 წლის აგვისტოში საქართველოში დაწყებული  მოვლენებისა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება ნატო–ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, ევროსაბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკს,  ბელგიის მეფე ფილიპსა და აგრეთვე ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.

 

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა“ (The Eastern Partnership – Partnership of Free Choice), სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და  პრესკონფერენციაზე პასუხს  გასცემს მედიის კითხვებს. 

ყველა ახალი ამბავი
0