თავდაცვის მინისტრი: „ქართულ–ამერიკული სწავლებები პრინციპული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის“

© facebook.com/mod.gov.geгрузино-американские учения
грузино-американские учения - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი იმითაც კი არის გაღიზიანებული, რომ საერთოდ საქართველო არსებობს და ამიტომ დროა, ეს თემა დაიხუროს. ასეთია მოცემულობა და ამას არა აქვს მნიშვნელობა, რადგანაც მე და თქვენ რა ენაზეც ეხლა ვმეტყველებთ, ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის გაღიზიანებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

თბილისი, 11მაისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ქვეყნისათვის პრონციპულად მნიშვნელოვანი უწოდა ქართულ–ამერიკულ სწავლებებს, რომელმაც სტარტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ორშაბათს, 11 მაისს აიღო.

 

ქართულ–ამერიკული ერთობლივი  სამხედრო სწავლების  „ღირსეული პარტნიორის“ (Nobel Partner 2015) გახსნის ოფიციალური ცერემონია ორშაბათს გაიმართა.

 

„ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი მასშტაბური სწავლებები იმართება. ეს  წვრთნები ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რამდენადაც ის ამტკიცებს, რომ ჩვენ გვყავს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი, არამედ მნიშვნელოვანი მეგობარი და გულშემატკივარი“, – განუცხადა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.

 

გარდა ამისა  მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსაზრებას, თითქოს ქართულ–ამერიკული წვრთნები გააღიზიანებს რუსეთს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

 

„რუსეთი იმითაც კი არის გაღიზიანებული, რომ  საერთოდ საქართველო არსებობს და ამიტომ  დროა, ეს თემა დაიხუროს. ასეთია მოცემულობა და  ამას არა  აქვს  მნიშვნელობა,  რადგანაც  მე და თქვენ რა ენაზეც ეხლა ვმეტყველებთ, ეს უკვე საკმარისი საფუძველია რუსეთის გაღიზიანებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.

 

ქართულ–ამერიკული სამხედრო სწავლებების მიზანია ქართული ასეულის ნატო – ს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლება. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF-ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონისალფაასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42- ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.

ქართული მხრიდან სწავლებაში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო მანქანებიქსმ-2“. წვრთნებში ჩართულია ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანაბრედლიდა რამდენიმე ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანა. სპეციალურად სწავლებისთვის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა 2 მაისს ვარნადან (ბულგარეთის რესპუბლიკა) გამოიგზავნა საქართველოში, რომელიც ვაზიანში  6 მაისს დილით შევიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0