NDI:„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა საქართველოში“

© фото - public domainМихаил Саакашвили
Михаил Саакашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, მეორე ადგილზეა თავდაცვის ექს– მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 6%–ით, მესამეზე კი „პატრიოტთა ალიანსი“ –5% –ით.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik.  NDI – ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მომხრეა იმისა, რომ ქვეყანაში არსებობდეს  ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსი ძლიერი ოპოზიციური პარტია.

 

სოციოლოგიური გამოკითხვის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ თანახმად, რომელიც 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა, რესპონდენტთა 84%–თვის  ქვეყანაში  აუცილებელი  ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობაა.

 

ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, მეორე ადგილზეა თავდაცვის ექს– მინისტრის ირაკლი ალასანიას  პარტია  „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 6%–ით, მესამეზე  კი  „პატრიოტთა ალიანსი“ –5% –ით.  სხვა პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასე განაწილდა: პარლამენტის ექს–სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ – 4%, ლეიბორისტული პარტია – 3%,  „თავისუფალი საქართველო“ – 1%.

 

რაც შეეხება „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს“, რომელიც  მმართველ კოალიციაში შედის, რესპონდენტთა 2%  ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად ასახელებს.

 

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, საქართველოში არსებულ არც ერთ პარტიას ძლიერ ოპოზიციურ ძალად არ მიიჩნევს გამოკითხულთა 23%.

 

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2,3%–ს შეადგენს.

 

NDI–ის კვლევებს საქართველოში შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო (SIDA)  აფინანსებს. გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  (CRRC).

ყველა ახალი ამბავი
0