თურქულ სატვირთო გემზე, რომელსაც ცეცხლი გაუხსნეს, 6 ქართველი მეზღვაური იმყოფება

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხომალდს, რომელიც ლიბიის პორტ ტობრუკში მიემართებოდა, 10 მაისს გაუხსნეს ცეცხლი. დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტნის თანაშემწე, ხოლო ეკიპაჟის რამდენიმე წევრმა სხეულის დაზიანება მიიღო.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. თურქულ  სატვირთო გემზე,  რომელსაც ლიბიელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, 6  ქართველი მეზღვაური  იმყოფება, – ნათქვამია 11 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღაო ტრანსპორტის სააგენტოს  მიერ  გავრცელებულ ინფორმაციაში.   

 

მანამდე  თურქეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განაცხადა, რომ  ხომალდს,  რომელიც ლიბიის პორტ  ტობრუკში მიემართებოდა, 10 მაისს გაუხსნეს ცეცხლი.   დაბომბვის შედეგად დაიღუპა კაპიტნის თანაშემწე, ხოლო ეკიპაჟის რამდენიმე  წევრმა   სხეულის დაზიანება მიიღო. წყარო  ლიბიის სამხედრო ხელმძღვანელობიდან გვატყობინებს, რომ თავდასხმის შედეგად ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა და ახლა ის ტობრუკში  გადაჰყავთ ბუქსირით.

 

  „ამ წუთებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ საქართველოს 6 მოქალაქე   მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელიც დაიბომბა ლიბიის წყლებში და დაშავდა რამდენიმე მეზღვაური, მათ შორის გარდაცვლილია თურქი ეროვნების კაპიტანი სააგენტო ცდილობს სიტუაციაში გარკვევას“, – ნათქვამია  განცხადებაში.

 

  როგორც ლიბიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა  მოჰამედ ჰეჯაზიმ განაცხადა, ლიბიელმა სამხედროებმა თურქული  მშრალტვირთმზიდი  ხომალდი ჯერ გააფრთხილეს არ მიახლოებოდა აღმოსავლეთ პორტ  დერნას,  რომელსაც ბოევიკი–ისლამისტები აკონტროლებენ  და მხოლოდ ამის შემდეგ გახსნეს ცეცხლი, იტყობინება  „რია ნოვოსტი“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0