საქართველოს სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დაიწყება

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება CAT–ის პრინციპით (ადაპტირებული ტესტები კომპიუტერზე) და გამოცდების შედეგებს მოსწავლეები ადგილზევე გაეცნობიან.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს 40 ათასზე მეტი მოსწავლე გამოსაშვებ გამოცდებს 21–25 მაისს ჩააბარებს, განაცხადა გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ორშაბათს, 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

გამოსაშვები გამოცდები ჩატარდება CAT–ის პრინციპით (ადაპტირებული ტესტები კომპიუტერზე) და გამოცდების შედეგებს მოსწავლეები ადგილზევე გაეცნობიან.

 

„20 მაისი სავარჯიშო  დღეა. მოსწავლეებს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლიათ მივიდნენ სკოლებში და გაეცნონ პროგრამის მუშაობას. რაც შეეხება უშუალოდ გამოცდებს, მე–12 კლასის მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ  21,  22,  23  და  24  მაისს.  25 მაისი სარეზერვო დღეა“, – განაცხადა მიმინოშვილმა და განმარტა, რომ  25  მაისს გამოცდების ჩაბარება შეეძლებათ  იმ  მოსწავლეებს, რომლებიც  საპატიო  მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ  გამოცდებზე.

 

პირველი გამოცდა იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში,  მეორე – უცხო ენაში, მესამე – ისტორიაში, ხოლო მეოთხე − მათემატიკაში.

 

მიმინოშვილის თქმით, გამოსაშვები გამოცდები საქართველოს დაახლოებით 1600  საჯარო სკოლაში  ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს  დამამთავრებელი კლასის 40 ათასზე მეტი მოსწავლე. 

 

საქართველოს გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდების ჩატარება 1 700 მლნ. (დაახლოებით 730 ათასი აშშ დოლარი) ლარი დაჯდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0