NDI: სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე – უმთავრესი პრობლემები საქართველოში

© photo: Sputnikдоллары валюта курс
доллары валюта курс - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩვენი კვლევის თანახმად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ეკონომიკურმა საკითხებმა გადაფარა და ეს გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია“, – განუცხადა ჟურნალისტებს NDI–ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ამერიკის  ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის  (NDI) მიერ სოციოლოგიური კვლევის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად  გაირკვა, რომ რესპონდენტთა დიდი ნაწილი „ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ  საკითხებად“ სამუშაო ადგილებს, ინფლაციასა და სიღარიბეს მიიჩნევს.

 

ის,   რომ სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვანი  ეროვნული საკითხია საქართველოში, გამოკითხულთა  66 % – მა დაასახელა, ფასების ზრდა/ინფლაცია  43 % –მა,  სიღარიბე  კი 39% –მა. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა 27 %  მაჩვენებლით. პენსიები მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 21% –თვის, ხელფასები – 17% –თვის, ხელმისაწვდომი  ჯანდაცვა –  17%თვის,  რუსეთთან  ურთიერთობა  კი 12% –თვის.   

 

„ჩვენი კვლევის თანახმად, პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობა ეროვნული საკითხების  ჩამონათვალში პირველ სამეულში არ მოხვდა.  ეს ნიშნავს იმას,  რომ იგი  ეკონომიკურმა საკითხებმა  გადაფარა და ეს  გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია“, – განუცხადა ჟურნალისტებს  NDI–ის  საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა (Laura Thornton).

 

2014 წლის აგვოსტოში გამოქვეყნებული  წინა გამოკითხვების  შედეგებით, ეროვნული ინტერესები შემდეგნაირად იყო გადანაწილებული:  სამუშაო  ადგილები – 63%, სიღარიბე – 32 %, ტერიტორიული მთლიანობა – 30%, პენსიები – 25% და ა.შ.

 

სოციოლოგიური კვლევა „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში  ჩატარდა.   კვლევის ფარგლებში 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.  ცდომილება 2,3% –ს  შეადგენს.

 

NDI–ის კვლევებს საქართველოში შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სააგენტო (SIDA)  აფინანსებს. გამოკითხვებს ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი  (CRRC).

ყველა ახალი ამბავი
0