მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თბილისის ახლოს ქართულ - ამერიკული სამხედრო წვრთნები იწყება

© photo: Sputnik / Aleksey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიВоенные учения "Центр-2011" в Астраханской области
Военные учения Центр-2011 в Астраханской области - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა ვარნადან (ბულგარეთი) საქართველოში 2015 წლის 2 მაისს იქნა გამოგზავნილი, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 6 მაისს შევიდა.

 თბილისი, 11 მაისი −  Sputnik. ქართულ — ამერიკული  ერთობლივი სამხედრო  წვრთნების „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner 2015) ოფიციალური გახსნის ცერემონია  ვაზიანის სამხედრო  აეროდრომის  ტერიტორიაზე ორშაბათს, 11 მაისს  გაიმართება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრი  თინათინ  ხიდაშელი და  შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსი   ვახტანგ  კაპანაძე,  გუშინ  „ღირსეული პარტნიორობის“ გახსნის ცერემონიის გენერალურ რეპეტიციას დაესწრნენ.  

 

 „ღირსეული პარტნიორი“  საველე წვრთნებსა  და საბრძოლო სროლებს მოიცავს. ბატალიონის დონის სწავლება სამ ფაზად განხორციელდება.  პირველ ეტაპზე ქართველი და ამერიკელი   სამხედრო  მოსამსახურეები  თეორიულ მომზადებას გაივლიან. მეორე ფაზის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის შეიარაღებიდან  საცეცხლე მომზადებაა დაგეგმილი, ხოლო დასკვნით, მესამე ეტაპზე ტაქტიკური სწავლებები განხორციელდება. „ღირსეული პარტნიორი“  საჩვენებელი  წვრთნით დასრულდება“, –  ნათქვამია განცხადებაში.

 

თავდაცვის  სამინისტროს  ინფორმაციით,  სწავლება საქართველოში  პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატო–ს  სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF)   მონაწილეობისათვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად.  ერთობლივი სწავლება ხელს შუწყობს ქართული და ამერიკული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის ამაღლებასა და  ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

 სწავლებებში მონაწილეობას  მიიღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.  საქართველოს შეიარაღებული ძალები ქართულ–ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში  წარმოდგენილი იქნება  I ქვეითი  ბრიგადის მე–12 ბატალიონის  „ალფა“ ასეულით,   IV მექანიზირებული ბრიგადის 42- ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა  და სამხედრო პოლიციის ოცეულით. 

 

ქართული მხრიდან სწავლებებში გამოყენებული იქნება ქვეითთა საბრძოლო  მანქანები „ქსმ–2“. გარდა ამისა, წვრთნებში ჩართული იქნება ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“ და რამდენიმე ლოგისტიკური  უზრუნველყოფის მანქანა.

 

 ამერიკული სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა  ვარნადან  (ბულგარეთი)  საქართველოში 2015 წლის 2 მაისს იქნა გამოგზავნილი,  რომელიც  ვაზიანის  სამხედრო ბაზაზე 6 მაისს შევიდა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0