ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

© photo: Sputnikправительство Грузии
правительство Грузии - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქათველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ორშაბათს, 11 მაისს, ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენსენ სტოლტენბერგს შეხვდება, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სამსახური.

  თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქათველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც ორშაბათს, 11 მაისს,  ნატო–ს გენერალურ მდივანს, იენსენ სტოლტენბერგს შეხვდება, იუწყება სახელმწიფოს  მეთაურის პრეს–სამსახური.

 

   ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან,   გაფართოებისა და კეთილმეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ბელგიის მეფე ფილიპთან და ასევე ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

 

   საგარეო კავშირების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის თქმით, შეხვედრების მთავარი თემა იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი  და საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მოლოდინები.

 

    ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა (The Eastern Partnership – Partnership of Free Choice), სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და ასევე უპასუხებს მედიის კითხვებს პრესკონფერენციაზე.

 

    როგორც მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  სამიტს, რომელიც რიგაში 21–22 მაისს გაიმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

 

    ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს ბრიუსელში თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ეროვნული  უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით პატარაია, საქართველოს ელჩი ბელგიაში, ლუქსემბურგსა და ევროკავშირში ნატალია საბანაძე, საქართველოში ნატო–ს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და ასევე პრეზიდენტის მრჩევლები გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე. 

ყველა ახალი ამბავი
0