„ყველას ერთი სახე აქვს“ – აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ დღეს პარლამენტმა ასეთი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი უსუსური მთავრობა უნდა წავიდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა საქართველოს ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან აქცია გამართეს, სადაც პარლამენტის მიერ პარასკევს, 8 მაისს დაგეგმილი მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება გააპროტესტეს.

 

აქციის მონაწილეებმა მიიტანეს ნიღბები საქართველოს მოქმედი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსახულებით, რომელიც 2013 წლის ბოლოს ივანიშვილის ინიციატივით მისი მემკვიდრე გახდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის მიუხედავად ის აგრძელებს საქართველოს მართვას, მხოლოდ უკვე კულისებიდან.

 

„დღეს ხელისფლება ასეთია, ყველას ერთი სახე აქვს. ისინი მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორ მოაწონონ თავი მხოლო ერთ ადამიანს – ბიძინა ივანიშვილს. განადგურებული ინფრასტრუქტურა, შეჩერებული პროექტები, გაზრდილი კრიმინალი – ეს ყველაფერი მთავრობას არ აინტერესებს. ისინი უნიათონი არიან. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ დღეს პარლამენტმა ასეთი მთავრობა უნდა დაამტკიცოს. ჩვენ ვფიქრობთ, ასეთი უსუსური მთავრობა უნდა წავიდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ დათო ნაფეტვარიძემ.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს გამოსცა დადგენილება პარასკევს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნის შესახებ.

 

განახლებული მთავრობაში 3 ახალი მინისტრია. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს – პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს – საავტომობილო ჰოლდინგ „იბერია ბიზნეს–ჯგუფის“ (Iberia Business Group) პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი.

 

S

 

ყველა ახალი ამბავი
0