მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

© пресс-служба премьер-министра ГрузииИраклий Гарибашвили
Ираклий Гарибашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, რომლებიც მოუწოდებენ პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს 1 მაისს განახლებულ მთავრობას.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც რიგგარეშე სხდომაზე განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობის ვოტუმი უნდა გამოუცხადონ, იტყობინებიან ქართული ტელეარხები.

საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები, რომლებიც მოუწოდებენ პარლამენტს  მხარი არ დაუჭიროს  1 მაისს განახლებულ მთავრობას.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

 

განახლებულ მთავრობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს — აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს — საავტომობილო ჰოლდინგ  „Iberia Business Group“-ის პრეზიდენტი ტარიელ ხიჩიკაშვილი.  პარასკევს, პარლამენტმა უკვე შეუწყვიტა უფლებამოსილება ხიდაშელსა და აგულაშვილს. 

IR

ყველა ახალი ამბავი
0