მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

© photo by press-service of Giorgi MargvelashviliАлександр Лукашенко и Георгий Маргвелашвили
Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრების ძირითადი თემა რიგის "აღმოსავლეთის პარტნიორობის" სამიტი იქნება

თბილისი. 8 მაისი. Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 10 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ევროსაბჭოს თავმჯდომარესთან დონალდ ტუსკთან და ევროკომისართან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან.

 

გარდა ამისა პრეზიდენტი შეხვდება ბელგიის მეფე ფილიპს და ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებს. ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

შეხვედრების ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, იქნება რიგის სამიტი ("აღმოსავლეთის პარტნიორობის") და ის მოლოდინი, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებასა და მოსახლეობასგანვიხილავთ ასევე ქვეყანაში და მის ირგვლივ არსებულ ვითარებას, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს", – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ და დაამატა, რომ ვიზიტი ემსახურება საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

 

მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში "აღმოსავლეთის პარტნიორობა – თავისუფალი არჩევანის პარტნიორობა" (“The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”). ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.

 

როგორც მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მომავალი სამიტი, რომელიც 21-22 მაისს რიგაში გაიმართება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირებისთვის. ქართული მხარე იმედს ამყარებს სამიტის მსვლელობისას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადაწყვეტაზე.

 

T

ყველა ახალი ამბავი
0