თბილისი, 8 მაისი – Sputnik. 7 მაისს დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მონიტორინგის ცენტრი — მედიატორის“ წევრები, რომლებიც ქალაქში სტიკერებს აკრავდნენ, სასამართლომდე გაათავისუფლეს.
„გუშინ, საღამოს 9 საათზე, ჩვენ დავიწყეთ სტიკერების გაკვრა წარწერით „გახდი შენი რაიონის მედიატორი“. მოვიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგემლები და დაგვაკავეს. მე არ მესმის დაკავების მიზეზი. ჩემთან ერთად დააკავეს თეონა ჭალიძე, გიორგი ბიჩინაშვილი, ერეკლე თამაზაშვილი, ნათია ტაბლიაშვილი, ნათია ქოქოსაძე და ვალისა ღვინჯილია“, – ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.
მისი სიტყვებით, დაკავებულები ოთხი საათის შემდეგ იქნენ გათავისუფლებულნი. საქმე მიმდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150–ე მუხლით (თვითმმართველი ერთეულების გარეგნული დაზიანება). სასამართლოს დანიშვნის ზუსტი თარიღი უცნობია.
(R)