თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რიგის სამიტის დაწყებამდე, ევროპული კომისიის თავმჯდომარეს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროსაბჭოს თავმჯდომარეს დონალდ ტუსკსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს მარტინ შულცს ერთობლივი წერილი გაუგზავნეს.
წერილში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საუბარია მოლოდინებზე ”აღმოსავლეთ პოარტნიორობის” სამიტისგან, რომელიც 21-22 მაისს გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა მანამდე გნაცხადა, ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” მორიგ სამიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მოახლოებული სამიტის მსვლელობისას გადაწყდება ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი.
"ჩვენ მოგმართავთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი — მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით”, — გვატყობინებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
წერილში ასევე ხაზგასმულია რეგიონში ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე, ”როცა რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რითაც ეწინააღნდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს”.
საქართველოს პირველი პირებმა მოუწოდეს ევროკავშირს, დააფიქსირონ რიგის სამიტზე, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება საკუთარი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების ერთგული.
”აღმოსავლეთ პარტნიორობა”– ეს არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელორუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, უშვებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაახლოებას. პროგრამა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” რეალიზაცია მოიაზრებს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას ოთხი თემატური პლატფორმის საფუძველზე. ესენია: დემოკრატიის საქმეები, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირის პოლიტიკოსებთან დაახლოების საქმეები, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები და ასევე ადამიანთა შორის ურთიერთობები.