წარმოვიდგინე ჩემი ციცრები და ძაღლები როგორ ხვდებიან დელეგაციებს - მარგველაშვილი

© photo by press-service of Giorgi MargvelashviliАлександр Лукашенко и Георгий Маргвелашвили
Александр Лукашенко и Георгий Маргвелашвили - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადავა თუ არა გიორგი მარგველაშვილი ათონელზე -ახალ საპრეზიდენტო რეზიდენციაში

თბილისი, 7მაისი. SPUTNIK თბილისის ავლაბრის რეზიდენციაში მუშაობის მიზანშეწონილობაზე ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  როცა წარმოიდგენს, თუ როგორ ხვდებიან მისი საკუთარი სახლის ეზოში, პატარ ქალაქ დუშეთში, მისი ძაღლები და ციცრები საერთაშორისო დელეგაციებს, იუმორით უყურებს ამ საკითხს.

მას შემდეგ რაც 20 აპრილს გამოცხადდა, რომ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია მიღებულია ექსპლუატაციაში, დღის წესრიგში კვლავ დადგა საკითხი უნდა გადავიდეს თუ არა მარგველაშვილი იქ  მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით აშენებული ავლაბრის ძვირადღირებული რეზიდენციიდან.

"სკეტჩები" მაქვს დადგმული დუშეთში, სადაც მე ვცხოვრობ როგორ ვატარებ ხოლმე საზეიმო დახვედრას, ჯარით, როგორ პარალელურად საერთაშორისო დელეგაციას ხვდებიან ჩემი ციცრები და ძაღლები. ძალიან ვერთობი ხოლმე ამით. რომ გადავიდე ეს გამიადვილებს მუშაობას, რადგან აღარ დამჭირდება სიარული. მაგრამ იქ როგორ მივიღებ საერთაშორისო დელეგაციებს?— განაცხადა მარგველაშვილმა  პროგრამა“პოლიტარტის“ ეთერში მულტიმედიურ პორტალზე „Artarea TV”.

  მოქმედი სამთავრობო რეზიდენცია განთავსებულია თბილისის ისტორიულ უბანში —ავლაბარში, აბდუშელიშვილის ქუჩაზე. საქართველოს ახალი ხელისუფლება და თვით მარგველაშვილი სახელმწოფოს მეთაურად არჩევამდე, აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აშენებულ საპრეზიდენტო სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო ახალი საოპრეზიდენტო რეზიდენცია განთავსდებოდა ათონელზე. მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა არ ეთქვა უარი ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეზე. ეს გადაწყვეტილება გახდა   ერთ-ერთი უთანხმოების მიზეზი პრეზიდენტსა და ბიძინა ივანისვილს შორის.

 

რაც შეეხება ათონელის რეზიდენციას, აპრილის შუა რიცხვებში მთავრობაში განაცხადეს, რომ ის კეთილმოეწყო პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის, ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა თუ მარგველაშვილი  იქ გადავიდოდა.  მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არავინ არ აძალებს პრეზიდენტს ახალ რეზიდენციაში გადასვლას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0